მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს ბაქო-თბილის-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის ეკონომიკურად გონივრული ტარიფების დაწერსებას და ახალი სატვირთო ბაზების მოზიდვას.
ამ მიზნით მხარეები განიხილავენ ახალქალაქი-ყარსის 76 კმ-იან მონაკვეთზე მეორე სარკინიგზო ტრასის მშენებლობის პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობას, რომლის სიგანეც 1520 მმ იქნება, (თბილისიდან ახალქალაქამდე საბჭოთა სტანდარტის 1520 მმ-იანი ლიანდაგია, ახალქალაქიდან ყარსამდე აშენებული მაგისტრალი კი – ევროპული სტანდარტის (1435 მმ) ლიანდაგია.) ასევე ყარსში სატერმინალო-ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას.
„ჩვენს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე გადაზიდვების განვითარების გზას ხსნის. მაგისტრალი ამჟამად აზერბაიჯანელი რკინიგზელების ხელმძღვანელობით შენდება. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი უერთდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ერთიან ტექნოლოგიურ სივრცეს, ასევე ფინეთს, ბულგარეთის და ირანის, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.“ – განაცხადა რუსეთის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ ბელოზიოროვმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით რუსეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი კომუნიკაციით 6 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება, 20 მლნ ტონის გადაზიდვა კი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის რკინიგზით ხდება.
რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის თმით ბაქო-თბილისი ყარსის მარშრუტზე ტრანსციმბირის ტვირთებიც იმოძრავებს, რომლებიც კორეიდან, ჩინეთიდან და აზია-წყნარიოკეანის რეგიონიდან წამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






