ფრონტალური შეტევის გაგრძელება- "რუსთვი 2"-ის საქმე განსაზღვრავს, ვინ დგას ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის მხარეს"- ბაქრაძე საზოგადოებას მიმართავს
პოლიტიკა - 12:10, 07 May, 2019     936
„რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრების არსებობა - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება:

„იმ შეტევის პირობებში, რომელშიც „რუსთავი 2“ უკვე წლებია იმყოფება ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი სარჩელი და ნებისმიერი მოქმედება რომელიც ხორციელდება სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით, ცალსახად უნდა იყოს აღქმული, როგორც ფრონტალური შეტევის გაგრძელება „რუსთავი 2“_ზე.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის შინაარს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის იურიდიულ დეტალებს. ნებისმიერი შეტევა დღეს „რუსთავი 2“-ზე, იმ დროს როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ასეთი შეტევები შეჩერდეს, ცალსახად აღიქმება როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების ქვეშ იმყოფებოდა „რუსთავი 2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოყვეს რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

ეს არის გაგრძელება ბრძოლის „რუსთავი 2“ ის წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-მა აჩვენა საკუთარი ძალა და გავლენა საზოგადოებაზე განვლილი წლის საპრეზიდენტო არჩევენბის დროსაც, ეს კიდე ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ეს არ უკავშრდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას, ბევრად უფრო დიდი ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ღირებულება არის: იქნება თუ არა საქართველო ქვეყანა სადაც იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი.

ამ სარჩელით და „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლება კიდე ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა სადაც არ იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. შეიძლება მწარეც, შეიძლება ხანდახან სუბიექტურიც, მაგრამ კრიტიკული და განსხვავებული აზრი ქვეყანაში არის აბსოლუტურად აუცილებელი და „რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრების არსებობა. ამიტომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს შემთხვევა უნდა იყოს განმსაზღველი თუ სად დგას. დგას არა „რუსთავი 2“-ის მხარეს, არა ნიკა გვარამიას, არა ბაღაშვილის არამედ დგას თუარა ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის პერსპექტივის მხარეს. „რუსთავი 2“-ის საქმე ცილდება მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ფარგლებს და არის ღირებულებითი ტესტი საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ყველა ხვალ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42