ხელისუფლების მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2”-ზე - სამაუწყებლო კომპანიის იურისტები პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ
პოლიტიკა - 10:05, 07 May, 2019     1154

მორიგი თავდასხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე - სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არსებული სიტუაციის უკან ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ დგას. “რუსთავი2“-ის იურისტები სარჩელის აბსურდულობაზე საუბრობენ.

„სარჩელის არსი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც თავის მხრივ შედგენილი აქვს მოსარჩელე ნინო ნიჟარაძეს სხვადასხვა კუთხით. კერძოდ, თითქოს ის ამბობს, რომ მას უნდა თავისი წილის გაყიდვა და ვერ გაყიდა და ზიანი მიიღო, დამატებით ის ამბობს, რომ თითქოს „რუსთავი2“-მა სარეკლამო ბაზარზე გააქრო 10 მილიონი ლარი. ნინო ნიჟარაძისთვის გაუგებარია თურმე, რატომ დაგროვდა გადასახადები „რუსთავი2“-ის მხრიდან. რატომღაც, როგორც ჩანს ეტყობა დაავიწყდა, რომ ხელისუფლება ებრძვის „რუსთავი2“-ს და ეს ურთმელიძის სახელობის ყადაღის გამო არის ეს დავალიანებები,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

იურისტები სასამართლოში მყარი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ. მათი შეფასებით, ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დავაა.

„რუსთავი2“-ის პოზიცია პირველ რიგში არის, რომ სამართლებრივ არგუმენტებს დავუპირისპირებთ, იმიტომ, რომ ეს სარჩელი არის სრულიად აბსურდული. ეს არის ცალსახად პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი ფორმალურად სამართლებრივი დავა.

"რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის არის გარანტი რომ ჩვენს კომპანიას ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ნიკა გვარამია არის მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად ეს ბრძოლა არის პერსონალურად მის წინააღმდეგაც და „რუსთავი2“-ის წინააღმდეგაც,“-განაცხადა „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42