ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ მიდის იზოლაციის გზას ადგას და საჭიროა ასეთი ხელისუფლების შეცვლა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ტელეკომპანია საგანგებო მდგომარეობაზე გადადის:
„ახალი ომი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გაიხსნა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესის დაცვას, ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ რ2-ის ინტერესების დაცვა უკვე ვეღარაფერს ვეღარ მოიტანს, უნდა შეიცვალოს ის ვინც რუსთავი 2-ს, სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას თავს ესხმის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოკალური თავდაცვა და ლოკალური გამარჯვება არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აღარ აღიარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც კი და მიდის იზოლაციის გზით, ამიტომ თავდასხმა უნდა იყოს ხელისუფლებაზე და ეს ხელისუფლება ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ. რუსთავი 2 გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, რ2 კვლავ მოიგებს ამ ომს, დაიხურება რ2 და გაიხსნება ახალი იგივე სახეებით და ეს არაფერს არ შეცვლის ქვეყნის დაზიანების გარდა, მაგრამ ამ ბრძოლის წაგებასაც არ ვაპირებთ.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






