„ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რ2-სთვის და თავისუფალი სიტყვისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რუსულ ორიენტაციასა და დასავლურ ორიენტაციას შორის ბრძოლის ხაზი გადის რუსთავი2-ზე ეს უნდა გააცნობიერონ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა.
9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, სხვა მეწილეების ჩემი და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ, ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადებისგან, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონიდან, ასევე ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო რეკლამების ლიმიტი, რითაც მისი თქმით ზიანი მივაყენე კომპანიას და ასევე ითხოვს 1,6 მილიონს პირადად მისთვსი, რადგან სხვა მეწილეებმა არ მიცეს წილის გაყიდვის უფლება. ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის აბსურდული, სარჩელი სარჩელისთვის დაყრდნობილია მარეგულირებელისა და საშემოსავლოს ინფორმაციებს. დავას იხილავს ქართულ სასამართლოში ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი.“
„მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და იმ ადამიანის შეცვლა ვინც ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით სარჩელში მისიტელეკომპანიიდან ჩამოშორებს მოთხოვნაც იყო, რომელიც ბოლო წუთებში ამოიღეს.
ნიკა გვარამიას თქმით, მიზანი არის ტელეკომპანიის გაკოტრება, რაზეც მან შემოთავაზება თავის დროზე მიიღო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა. გვარამიას თქმით, გაკოტრების შემდეგ ტელეკომპანიის შეძენა ბიძინა ივანიშვის სურს.
ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ნინო ნიჟარაძეს, რომელიც არის რ2-ის ყოფილი დირექტორის გოგი გეგეშიძის მეუღლე, გოგი გეგეშიძე გარდაცვლილია და მან წილები მემკვიდრეობით მიიღო. გვარამიას განცხადებით ამ საქმის უკან დგას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კობა ბექაური და „რიჟა“.
მასალის გამოყენების პირობები






