მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 19:00, 06 May, 2019     873
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი ეს ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტად იქცევა.

„ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის სრულად გაზრდა 100%-მდე. ანუ მოსახლეს, რომელსაც ექნება გაჭირვება, მას დამატებითი სახსრების მოძიება პრაქტიკულად აღარ დასჭირდება და იმ ზედა ზღვარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად გვერდით დაუდგება ამ ადამიანებს“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, მეორე ინიციატივა ეხება ურთულეს გამოწვევას - ქრონიკულ დაავადებას.

„ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ სახელმწიფომ შესანიშნავი - მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შექმნა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. დღეს საუბარია, 6 ნოზოლოგიაზე და 35 მედიკამენტის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფოს თანადგომით. წინადადება, რომ გაფართოვდეს ეს პროექტი აღქმულია დადებითად და მხარდაჭერილია, აქაც გულით და სულით მადლობას ვეუბნები იმ ძალას, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ მე ვყოფილიყავი თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი“ - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან უჭირდა, არსებულმა ხელისუფლებამ დიდი როლი შეასრულა.

„არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ დროს, როდესაც ძალიან უჭირდა საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელსაც მე წლებია ვემსახურები - ჯანდაცვის სფეროში. ისეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც იყო ხელის გაწვდენა იმ ადამიანებისათვის, ვისაც თავის გამოსავლის ძიებაში საკუთარი რესურის არ ჰყოფნიდა - საქართველოს ხელისუფლება იქ დადგა. იქ დადგა აღმასრულებელი ხელისუფლება, კანონმდებელი და რაც მთავარია, ადამიანთა განწყობა, რომ ჩვენ თუ გადავრჩებით, ყველანი ერთად გადავრჩებით და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და იმ დროისათვის ეს იყო ჟანგბადი, ამოსუნთქვა, გადარჩენა. დიახ, ეს წარმატებით განხორციელდა და ადამიანებმა ირწმუნეს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას, მათ ზურგს არასდროს შეაქცევს და პირიქით, გაჭირვებაში გვერდით დაუდგება ყოველთვის“ - განაცხადა ლადო კახაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42