"არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება" - კახა კალაძე მთაწმინდელებთან შეხვედრისას
პოლიტიკა - 18:54, 06 May, 2019     1423

,,ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას, მთაწმინდელებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მიმართა:

„ბატონ ლადოს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მთაწმინდის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს მას- ადამიანს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაწმინდის რაიონში. მისი პროფესია და მისი მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს.

ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები.

ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება.

თქვენ ხედავთ ქალაქში რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით. არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის და რეფორმები არ ხორციელდება. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი.

მინდა, ბატონ ლადოს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობით და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და იყავით დარწმუნებული იმაში, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე.

ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას, თქვენ კი გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას!“- განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42