ივანიშვილების ოჯახის ახლობელი სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება - შენგელი ფიცხელაური ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება
პოლიტიკა - 18:56, 06 May, 2019     1551
შევარდნაძის მმართველობის მაღალჩინოსანი,შენგელი ფიცხელაური, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი გახდეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათესავია. არსებული ინფორმაციით, შენგელი ფიცხელაურის ვაჟი, ვაჟი, ნიკა ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლია.

შენგელი ფიცხელაურის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

„ვარ უნივერსიტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის, მინისტრის მრჩეველი და ისე, რომ მე ძალიან გულით მინდოდეს და აბა, ჩქარა დამნიშნეთ, ასე არ არის, ვფიქრობ მეც, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა შენგელი ფიცხელაურმა.

"კურიერის" ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა.

შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42