„გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა. მან თავის თავზე აიღო გამბედაობა, საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან წასვლა მოუწია. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რათა აღვკვეთოთ ტენდენცია, ვინმე საქართველოში მოქალაქეებს ექცეოდეს ისე, როგორც საღეჭ რეზინს.
ასე მოხდა ნინო გვენეტაძესთან, ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირთან მიმართებაში, რომელიც უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრიდან გაქრა. მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს იყო ძალიან საშიში ტენდენცია. მისი პოზიცია მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ“ – განაცხადა დოლიძემ.
ქობულიამ თანამდებობა 18 აპრილს დატოვა, ის ნათია თურნავამ ჩაანაცვლა. ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვს, მათი თქმით, მას შემდეგ რაც გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მას თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვები, აუცილებეად მიიჩნევენ, რომ ქობულიამ რეალურ მიზეზებზე დეპუტატებთანაც ისაუბროს.
მასალის გამოყენების პირობები






