"თუ ქობულია დაარღვევს სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ურეაქციოდაც ვერ დავტოვებთ" - რომან კაკულია
პოლიტიკა - 14:25, 06 May, 2019     679
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მზადყოფნა გამოთქვა, გიორგი ქობულიას კომიტეტში მიწვევის საკითხი კომიტეტის წევრებთან განიხილოს.


კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოსმენა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა. რომან გოცირიძის წინადადებით, კომიტეტმა უნდა განიხილოს, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგები, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები.

„თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის. გიორგი ქობულიამ საკუთარი ხედვები პარლამენტში წარმოადგინა და მიმაჩნია, რომ ის ამ ხედვებს მიზანმიმართულად მიჰყვებოდა. თუკი გიორგი ქობულია დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას დააპირებს, ამაში ცუდი არაფერია. თუკი ქობულიას სურს ისეთი რამ თქვას, რაც მისი აზრით გათავისუფლებაში გადამწყვეტი იყო, ეს მისი უფლებაა. მე პირადად, ბატონ ქობულიასთან პრობლემები არ მქონია. ხედვებს რაც შეეხება, ის მოვიდა პარლამენტში, წარმოადგინა თავის ხედვა და მე ვფიქრობ, რომ ის მიზანმიმართულად ამას მიყვებოდა. რადგან პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მეტი დეტალების გახმოვანება მათ შორის შემდგარ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ იყო საჭირო, დავტოვეთ ეს მის პრეროგატივად. მაგრამ თუ ბატონი ქობულია დააპირებს, რაღაც დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას, თავისთავად ცხადია ეს გახდება საფუძველი დამატებითი კითხვების. ამაში არაბუნებრივი არაფერია და მე ვფიქრობ, რომ ეს სიჩუმე თუ მათი ორმხრივი შეთანხმების საგანი არ არის და ქობულია დაარღვევს ამ სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ახლა, ურეაქციოდაც ვერ დავტოვებთ.“- განაცხადა რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42