ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ქობულიამ ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ერთი პირი იღებს და ამ ადამიანში, მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.
„მან საკმაოდ მკაფიოდ დაადასტურა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით მიიღება კონკრეტული პირების ინტერესების შესაბამისად და ეს არის ბატონი ივანიშვილი ან იბლოკება უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ კონკრეტული პირების ინტერესების შესაბამისად და ესეც არის ბატონი ივანიშვილი. ბატონმა ქობულიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის შეეწირა ივანიშვილის ახირებების შეუსრულებლობას. თუმცა, მას მოეთხოვება მეტი გულწრფელობა და მეტ დეტალებზე საუბარი, რადგანაც მან ეს უკვე დაადასტურა, ახლა ის ვალდებულია ისაუბროს კონკრეტულ ფაქტებზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის დავალებებს არ ასრულებდა და პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მინისტრმა საკუთარი ნებით არ გადაწყვიტა წასვლა და თავი მოახსნევინა:
„ქობულიამ არ იცოდა კლანური თამაშის წესები და ფაქტობრივად, ის არ ასრულებდა იმ დავალებებს, რომელსაც აძლევდა ივანიშვილი. ამის შესახებ უკვე, დაახლოებით, 2 თვე-ნახევარია ჩვენთვისაც იყო ცნობილი, არაერთხელ გაგვისვამს ხაზი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მისი ეკონომიკური მოსაზრებები არ იყო ჩვენთვის მისაღები, მთლიანობაში, ეს ადამიანი აღმოჩნდა პრინციპული, აღმოჩნდა წესიერი და რაც ყველაზე მთავარია, მან გაბედა და ძალიან სერიოზულად გაიჯახუნა კარები, იმიტომ, რომ პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მან საკუთარი ნებით არ გადაწყვიტა წასვლა, მოახსნევინა თავი, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მქონე მით უმეტეს, როდესაც ის უკვე ალაპარაკდა ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური ურთიერთობების შესახებ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






