"როსნეფტი" "ვისოლს" ყიდულობს, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოში მონოპოლისტი ხდება - P.S.-ის ინფორმაცია
პოლიტიკა - 21:30, 05 May, 2019     2629

რუსეთი საქართველოს ენერგოოკუპაციას განაგრძობს. P.S.-ის ინფორმაციით, კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ. მოლაპარაკებებს "ვისოლთან" "როსნეფტის" შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული „პეტროკასი“ აწარმოებს. ის საქართველოში უკვე ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, გალფს, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში. კომპანია "პეტროკასის" 49% ის შეძენის შესახებ როსნეფტმა თავის აქციონერებს ჯერ კიდევ 2014 წელს აუწყა. მაშინ "პეტროკასის" მფლობელმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა რუსულ ენერგოგიგანტს თავისი წილის ნახევარი თითქმის 140 მლნ. დოლარად დაუთმო.

შეგახსენებთ, "როსნეფტის" მფლობელი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და პარტნიორი იგორ სეჩინია. კომპანიაცა და მისი მფლობელიც დასავლეთის სანქცირებულთა სიაში არიან. გარდა ამისა, "როსნეფტი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშ აქტიურ საქმიანობას ეწევა, რითიც საქართველოს კანონს "ოკუპირეებული ტერიტორიების შესახებ" უხეშად არღვევს.

საქართველოში "პერტოკასის" და "როსნეფტის" აღზევებას კი სწორედ კრემლის გავლენებს და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკავშირებენ. "როსნეფტი" რომ საქართველოს ენერგობაზრის დაპყრობას ცდილობს, კარგად იციან "ჰაბ ჯორჯიაშიც" და აცხადებენ, რომ "პეტროკასი" და "როსნეფტი" ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველთან არიან გარიგებულები.

ყოველწლიურად საქართველოში 1 მლრდ. 800 მლნ. ლარის საწვავი შემოდის, საიდანაც 27%, ანუ 500 მლნ. ლარი სწორედ რუსეთზე მოდის. ანუ ასეთია "როსნეფტთან" დაკავშირებული ბაზრის სიდიდით მეორე მოთამაშე გალფისა და ასევე რუსული წარმომავლობის ლუკოილის წილი. ბაზრის უმსხვილესი კომპანიის, "ვისოლის" რუსული როსნეფტის ხელში გადასვლის შემდეგ კი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები უკვე საცალო ბაზრის სულ მცირე 40%ს გააკონტროლებენ. მათ ხელში გადავა მთელს საქართველოში მდებარე 180-მდე ახალი ბენზინგასამართი სადგური.

"ვისოლის" დამფუძნებელი კომპანიის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა ინფორმაციას "ვისოლისა" და "როსნეფტის" შვილობილი "პეტროკასის" სამომავლო გარიგების შესახებ, ჭორს უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42