ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა Green Expo 2019 გაიმართა
კულტურა - 19:32, 05 May, 2019     2165

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.

გამოფენაში სხვადასხვა ცნობილი სანერგე კომპანიები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის განცხადებით, წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

"მწვანე გამოფენის მიზანი მებაღეობის, საბაღე კულტურისა და თავად ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციაა. წელს, გამოფენაზე 14-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ საბაღე ექსპოზიციებით, კულტურული და ხეხილოვანი ნერგებით, სუკულენტებითა და საბაღე ინვენტარით. Green Expo აერთიანებს ყველა იმ სეგმენტს, რაც დაკავშირებულია დეკორატიულ მებაღეობასთან. მწვანე გამოფენაზე იმ დეკორატიული ექსპოზიციით წარვსდექით, რომელიც ბოტანიკური ბაღის ვარდების კოლექციის განახლებას უკავშირდება. ექსპოზიციამ დამთვალიერებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

„ბოტანიკურ ბაღში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებები-ფესტივალებისა და თემატური გამოფენების სახით. წელს, გარდა მწვანე გამოფენისა, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ნაყინის ფესტივალი, პურის ფესტივალი, შოკოლადის ფესტივალი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, დამთვალიერებელთა მოზიდვას და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სასიამოვნო განწყობის შექმნას“, - განაცხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

მწვანე გამოფენა რიგით მესამედ ჩატარდა და იგი დამთვალიერებლებს, ტრადიციულად, მომავალ წელსაც უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42