საქართველოს ბრიტანეთიდან "საქართველოს მეგობართა" წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა
პოლიტიკა - 17:57, 05 May, 2019     512
2019 წლის 5-11 მაისს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ეწვევა მეგობართა ჯგუფი - 30 სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან, რომელთა შორის იქნებიან გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მეუღლეები.

მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს, მოინახულებენ სხვადასხვა ქალაქებს, კერძოდ, ქუთაისს, ბორჯომს, გორს, ახალციხეს, ყვარელსა და თბილისს.

სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, დაათვალიერებენ ისტორიულ და არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებს და მოინახულონ ადგილობრივ საწარმოებს. კერძოდ, ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც გერმანული ინვესტიციით წარმატებით ფუნქციონირებს მზის პანელების წარმოების ახალი ქარხანა - "AE Solar". ბორჯომში სტუმრობისას კი სტუმრები მოინახულებენ ლეგენდარული ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანას და გაეცნობიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული საექსპორტო პროდუქტის ისტორიას. ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა სტუმრებს ექნებათ კახეთის ტურის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით განხორციელდა.


აღსანიშნავია, სტუმარები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებს. სწორედ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა განაპირობა დიპლომატიური ტურის ორგანიზება. აღნიშნული წარმომადგენლობითი ვიზიტი სახალხო დიპლომატიის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პოპულარიზაციაში.

დიპლომატიური ტურის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.

ტურის მხარდამჭერები არიან ქალაქ ქუთაისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტი, ასევე საწარმოები "AE Solar", "IDS Borjomi Georgia", კომპანიები „იაგოს ღვინო", „მეღვინეობა ხარება", საქართველოს ავიახაზები და „Infinity Georgia". ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42