140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება
პოლიტიკა - 14:31, 05 May, 2019     879

2019 წლის 5 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთისმუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსებისშესახებ.

„საქართველოში საზღვაო განათლებას თითქმის 140 წლის წინ სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივებისგათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგურისწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია. ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგადმივიღებთ," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავისმხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დასასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საზღვაო განათლების პოპულარიზაციას და კვალიფიციური კადრებისმომზადებასა და გადამზადებას.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განიხილება უმაღლესისაგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42