„ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს“ - ლევან დავითაშვილი
პოლიტიკა - 14:23, 05 May, 2019     1023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაციაწარადგინეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი რეგულაცია - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა. რეგულაცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, მის პოპულარიზაციასა და დაცვას ემსახურება.

„ტრადიციული კულტურის, ჩაის და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი კი, ის პირველი ცხოველური პროდუქტია, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი ღიაა და რომელიც საკუთარი ნიშას მალე დაიკავებს. რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ხარისხის ნიშანი პროდუქტსმეტდაცულობას ანიჭებს. ასევე ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულების შექმნას, აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სანდოობისდა ექსპორტის ზრდას’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს.

ხარისხის ნიშნის შემქმნელი მარკეტინგული საბჭოს მიერ, რომელსაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყებაში შემავალი სამსახურების წამყვანი სპეციალისტები და საქპატენტის ექსპერტები წარმოადგენდნენ, უკვე განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი (საჭიროების შემთხვევაში, ახალი ნიშნები შეიქმნება), ესენია: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ „ტრადიციული პროდუქტი“ „ქართული ხარისხი“ „ბალახით ნაკვები“ „ხელით დამზადებული“ „მთის პროდუქტი“ „ტყეში ნასუქი“„პირდაპირი დაწურვის წვენი“„ბიოპროდუქტი“„ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42