"მაჩალიკაშვილი მუდმივად აწყდება სამართლებრივ უფლებებისა და ღირსების უგულებელყოფას სახელმწიფო უწყებების მხრიდან" - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
პოლიტიკა - 21:13, 04 May, 2019     776

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"EMC ეხმიანება 5 მაისს, დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარების ფაქტს და საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ როგორც სუს-ის თანამშრომლებთან ჩვენი კომუნიკაციით გახდა ცნობილი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ნათესავი მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ჩვენთვის გაუგებარია შაბათს, დილით, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რატომ მოსთხოვეს სუს-ის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მისვლა და რატომ არ დაიბარეს ის გონივრულ ვადაში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გზით. ჩვენი მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ნათესავის მოწმედ დაკითხვა გადაიდო 2019 წლის 7 მაისს, 11 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით უკვე დაიკითხა 2018 წლის აგვისტოში. აქციაზე ვახა მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების დაუსაბუთებლობის შესახებ EMC რამდენიმეჯერ გააკეთა განცხადება.

შვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო დაწყებულ უფლებრივი ბრძოლის გზაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მუდმივად აწყდება სამართლებრივ და ემოციურ შევიწროებას და უფლებებისა და ღირსების უგულებელყოფას სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს შემთხვევაც ამ პრაქტიკის გაგრძელებაა" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42