კინო რუსთაველის შენობაში შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს - გრიგოლ გეგელია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პროტესტს გამოთქვამს
პოლიტიკა - 19:51, 04 May, 2019     865
მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გრიგოლ გეგელია და სამოქალაქო აქტივისტები კინოთეატრ რუსთაველის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. მან საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებას და მისთვის ფუნქციის შეცვლას აპირებს. კინოთეატრის ადგილზე კი შესაძლოა სასტუმრო აშენდეს.

მისი განმარტებით, დაახლოებით, 2 თვის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის საბჭოში შენობის მფლობელმა კომპანიამ შეიტანა პროექტი, რომლის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო სასტუმრო კინოს ხაზით. ცნობილია, რომ პროქტი არქიტექტურის საბჭომ არ დაამტკიცა.

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, კომპანია ცდილობს, შენობა ბიზნესის თვალსაზრით მომგებიანი გახდეს, რაც შენობის კულტურული დანიშნულებისთვის მიუღებელი იქნება.

„გვიცხადებენ, რომ განვითრების კონცეფცია, თურმე, ჯერ კიდევ არ არსებობს მაშინ, როდესაც ორი თვის წინ ვისმენდით, რომ არსებობს კონცეფცია, რაც იყო სასტუმრო კინოს ხაზით. ეს რას ნიშნავს, ღმერთმა უწყის. ჩვენ უკვე ძალიან ვღელავთ და გვეშინია, რომ აქაც იგივე მოხდება, რაც მოხდა იმელის შენობაში, რაც მოხდა ისტორიის ინსტიტუტის შემთხვევაში, მელიქიშვილზე, რაც მოხდა თოიძის შენობის შემთხვევაში. გამოვდივართ იდეით, რომ, თუკი ეს დეველოპერი ვერ ახერხებს, რომ თავის ეკონომიკურ ინტერესებს შეუხამოს აქ სოციალური პროექტის არსებობა და უნდა მაინცდამაინც სასტუმროს და მაღალი მოგების მქონე ბიზნესის წარმოება, შეუძლია, გაყიდოს ეს შენობა. დაე, შეიძინოს ეს შენობა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვდივართ იდეით, რომ აქ მოეწყოს მუნიციპალური კინო-თეატრი,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კინოთეატრ რუსთაველთან პროტესტი გუშინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შენობიდან გრანიტის ფილები ჩამოხსნეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის დემონტაჟი იგეგმებოდა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ფილების ჩამოხსნისთვის რესტავრატორებს მერიის ნებართვა სჭირდებათ, რადგან ის იერსახის ცვლილებას იწვევს, თუმცა, მათ ნებართვა არ ჰქონიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42