საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები ერთიანდება. ინფორმცია ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა რეფორმის შესახებ, რომელიც კულტურის სფეროს უკავშირდება მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას არ ფლობს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველის თქმით, მინისტრისგან შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტი მათ არ მისვლიათ.
„ამ ეტაპზე საგნობრივი განხილვა ამ საკითხის, ჩვენი ცენტრის და მწერალთა სახლის თანამშრომლების საქმის კურსში ჩაყენება, საგნობრივი განხილვა საკითხის არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კულტურის მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი, როგორც ითვალისწინებს საქმის წარმოება, შესაბამისი პროცედურები, არ მოგვსვლია და ძალიან გამიჭირდება კომენტარი, გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც ჩამბარდება მსგავსი ტიპის უწყება, ჩემგან უფრო კორექტული იქნება" - აღნიშნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






