თბილისის მერიის საკურორტო მომსახურების ვაუჩერების რაოდენობა გაიზრდება
პოლიტიკა - 16:36, 04 May, 2019     621

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება.

როგორც დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

„მომსახურების გაუმჯობესებამ გამოიწვია განცხადებების რაოდენობის ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ მერია მუდმივად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე, მომხდარიყო დამატებითი რესურსების მობილიზება და ყველა განცხადებაის დაკმაყოფილება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერთან კონსულტაციის შედეგად უკვე მიღებულია“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, სამსახური დააკმაყოფილებს თბილისში რეგისტრაციისა და შშმ პირის სტატუსის მქონე ყველა იმ პირს, ვისაც მერიაში განცხადება შემოტანილი ჰქონდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, დღეისათვის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტია 826 000 ლარი, ვაუჩერის ღირებულება კი, 700 ლარია, აპ ეტაპზე, ვაუჩერის გაცემაზე 1180 ბავშვს აქვს თანხმობა მიღებული. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერით დაკმაყოფილდება ყველა ის პირი, ვინც ამ ეტაპზე სარეზერვო სიაშია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პროგრამით სარგებლობდა 600 შშმ პირი და თითოეული მათგანისთვის მერია 400 ლარს გამოყოფდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42