გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მედიკოსებს ხვდება.
მისი თქმით ჯანდაცვის და სოციალურ სფეროს ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეც ისაუბრა.
"სამწუხაროდ, როცა რაღაცა გჭირს უნდა წახვიდე თბილისში, ასეთი განცდაა ზუგდიდში. ბავშვთა დიალეზი არ კეთდება ზუგდიდში. ერთი ბავშვი ვნახე, რომელიც ფაქტობრივად თბილისში გადასახლდა, რადგან კვირაში სამჯერ სჭირდება დიალიზი. უნდა ვიაროთ სკოლებში ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რა არის ორსულობა და რა საფრთხე არსებობს საკეისროს დროს" - აღნიშნა რულოვსმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდი მერობის კანდიდატმა შეხვედრისას, მედიკამენტების სიძვირეს გაუსვა ხაზი.
"ოკუპაციური თერაპეპტი ზუგდიდში საერთოდ არ არის რაც სამწუხაროა, ამბულატორიის პრობლემაა ანაკლიაში საიდანაც მოვდივარ. გარედან შეიძლება ლამაზია თუმცა, აქაც მეორდება პრობლემა" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






