ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს
პოლიტიკა - 20:29, 03 May, 2019     546

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას, რათა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური ცენტრი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში - ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ამერიკულ მხარეს პარლამენტში განხორციელებული ცვლილებები გააცნო, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ შესრულებას უზრუნველყოფს.

ამას გარდა, საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონით დადგინდა უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის კანდიდატთა შერჩევას.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალურ მიმართულებებსა და პარლამენტის საჭიროებებზე. განიხილეს ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზაობა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.

თავის მხრივ, ჯორჯ კენტმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42