„არავის არ ეკრძალება, არც პოლიციელს და არც უსაფრთხოების თანამშრომელს, რომ ამა თუ იმ ღონისძიებას დაესწროს, რა თქმა უნდა ხელი არ უნდა შეუშალოს, არ უნდა დაემუქროს და წინაღმდეგ ქმედებები არ უნდა ჩაიდინოს იმათ მიმართ, ვინც ატარებს შეკრებას, ღონისძიებას თუ მიტინგს. ის რომ „რატომ დგას“, ან „იქ დგას და მიყურებს მანქანიდან“, ამის უფლება აქვს, ის უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლეტით, უნდა ფეხით და უნდა ცხენით მივა. კიო, გეთანხმებით რომ კანონით არ იკრძალებაო. თუ ხელს შეუშლის ან მოუწოდებს, ან ქვებს ესვრის, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა სამწუხაროდ, ეს, რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ ვთქვათ უყურებს ადამიანს, უთვალთვალებს თუ აკვირდება, რომ რამე არ მოხდეს, ინფორმაციას გადასცემს დანაყოფს თუ პოლიციას, რომ იქ მოვიდა მეორე ჯგუფი, რომელმაც შეიძლება ამათ ქვები ესროლონ, მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნება იქნება, ნაციონალური მოძრაობა თუ ევროპული საქართველო, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მისი საქმეა ეს.“- განაცხადა გომელაურმა
მასალის გამოყენების პირობები






