"უცნაურია ის, რომ ამ საფრთხეზე საუბრობს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი გომელაური" - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 18:52, 03 May, 2019     1032
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებულ მთავარ გამოწვევებს შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, ის რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაში საგარეო კურსის ცვლილებას და ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რეალურია და საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის. რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოპოზიციის თქმით, ისევ პასუხგაუცემელია.
„ეს საფრთხე რომ არსებობს, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიცით. უცნაურია ის, რომ ამ საფრთხეზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი გომელაური, როდესაც ივანიშვილისვე გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც ძალიან ხშირად არის სწორედ რუსეთის რბილი ძალის გავლენის გზავნილები. ვიცით, დიდი ხანია, რომ რუსეთი ცდილობს ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე გააჩინოს ქვეყანაში კონფლიქტები. კიდევ ერთხელ ბატონ გომელაურთან შეკითხვა არის, რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია აღარ მუშაობს უკვე მრავალი წელიწადია და რეალურად უკვე პრობლემა დარჩა და დღეს ამ პრობლემის გამოყენება ხდება სწორედ შესაძლო დაპირისპირების ინსპირირებისთვის, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პანკისში შექმნილ ვითარებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე - არის ხელისუფლება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, გასული წლის ანგარიში და მისი ძირითადი მიმართულებები წარადგინა. სუს-ის ხელმძღვანელი გამოწვევებს შორის ჰიბრიდულ ომს და ყალბ ახალ ამბებს ასახელებს. გარდა ამისა, გამოწვევებს შორისაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან.

ვახტანგ გომელაურის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზნით, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42