"ჰორიზონტის კამპუსი" შრი-ლანკაში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტია, სადაც ყოველწლიურად 2000-მდე კურსდამთავრებული ეუფლება განათლების ხარისხს სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის ამერიკულ და ბრიტანულ განათლების ხარისხს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ "ჰორიზონტის კამპუსის" პრეზიდენტი, პროფესორი, უპულ დარანაგამა და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯის რექტორი, ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჰ. ლ. ობეიესეკერა.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ჰორიზონტის კოლეჯის სტუდენტები შეძლებენ სწავლა განაგრძონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
სტუმრები გაეცვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, ასევე მოინახულეს ახალი კამპუსის მშენებლობა.
მასალის გამოყენების პირობები