"მივესალმები დამახინჯებული ლიბერალიზმის ფორტ-პოსტს ტვ პირველს"... "თქვენი განცხადებები ტიპიური რუსული ნარატივია" - თამარ ჩიხლაძე VS ადა მარშანია
პოლიტიკა - 15:59, 03 May, 2019     1519
განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღების მომხრე ადა მარშანიამ, თავისი მოსაზრება ტვ პირველთან განმარტა. თავისი ინტერვიუ ადა მარშანიამ მისალმებით დაიწყო და ტვ პირველს დამახინჯებული ლიბერალიზმის ფორტ-პოსტი უწოდა:


„მივესალმები დამახინჯებული ლიბერალიზმის ფორტ-პოსტს ტელევიზია პირველს“- განაცხადა მარშანიამ.

ჟურნალისტმა თამარ ჩიხლაძემ დეპუტატს მოსაზრების დაზუსტება მოსთხოვა:

„კლასიკური ლიბერალიზმი მეც მომწონს, მომხრე ვიყავი, როდესაც ეს ცნება შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში სადღაც 25-30 წლის წინ, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 10 წელია, ეს არის ნამდვილად დამახინჯებული, დამახინჯებული რაც არის თქვენი ტელევიზიიდან მრავლად გამოედინება, ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მი ვიღეთ ფუნდამენტური ლიბერალიზმი, უფრო სწორია ლიბერტარიანიზმი, ეს არის უღმერთო, უეროვნებო, უსქესო და ყველაფერი უ-უ პიროვნება, რაღაცა გაუგებარი უფორმო არსება, რომელიც ყველაფერს ეთანხმება, ეს არის დამახინჯებული ცნება და შეგრძნება თავისუფლების და საერთოდ ცნებების აღრევა, დაცინვა ეროვნული ფასეულობების და ა.შ“

თამარ ჩიხლაძე - „როდის დასცინა ტელეკომპანია პირველმა ფასეულობებს, ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს? და როდის დაამახინჯა ლიბერალიზმი?

ადა მარშანია - „თქვენი გადაცემებიდან გამომდინარე მე ასეთი მდგრადი შთაბეჭდილება მაქვს.“

თამარ ჩიხლაძე - „უფრო კონკრეტულად თუ გვეტყვით, ოღონდ გთხოვთ სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული განცხადებების გარეშე“

ადა მარშანია - „ბატონო? ვერ გავიგე? მე ახლა დისკრიმინაციული განცხადება გავაკეთე?“

თამარ ჩიხლაძე - „არა, უბრალოდ თავი დავიზღვიე.“

ადა მარშანია - „ეს არის ჩემი შეხედულება, ჩემი პოზიცია და თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მე დისკრიმინაციულად გესაუბრებით, მაშინ მე გავჩერდები, არ დაგელეპარაკებით, ისედაც მეჩქარება სხდომათა დარბაზში, რიგში ვარ, მინისტრს უნდა დავუსვა შეკითხვა. მე არ მაინტერესებს არანაირი ლიბერალიზმი, მე მაინტერესებს და ჩემთან ახლოს არის იდენტობა ეროვნული, ეროვნული ფასეულობები და ამ ფასეულობების გატარება.“

თამარ ჩიხლაძე - „ამას ლიბერალიზმი ხელს რატომ უშლის?

ადა მარშანია - „კლასიკური ლიბერალიზმი ხელს არ მიშლის, ფუნდამენტალისტური რომელსაც თქვენ ქადაგებთ, ხელს მიშლის.“

თამარ ჩიხლაძე - „რადგან თქვენ აფასებთ ტელევიზიას, მეც თავს უფლებას მივცემ, თქვენი განცხადებები ეს არის ტიპიური რუსული ნარატივის გაგრძელება ერთგვარი ანტიდასავლური შიშების, ფიქრობთ თუ არა რომ ამით აძლიერებთ ანტიდასავლურ განწყობებს?

ადა მარშანია - „არ ვფიქრობ რასაკვირველია, ეს არის შტამპი და ამ შტამპებს და იარლიყებს თქვენ ავრცელებთ და პროპაგანდისტი ხართ ამ შტამპების, რუსების არ მეშინია და ევროპის რატომ უნდა მეშინოდეს. საღი აზრი არ ნიშნავს ანტიდასავლურობას და რუსულ ნარატივს. ამ შტამპებს თავი გაანებეთ.

თამარ ჩიხლაძე - „თქვენ დაიწყეთ შტამპებზე საუბარი და დამახინჯებული ლიბერალიზმის შტამპი მივიღეთ თქვენგან და ამიტომ მივეცი თავს უფლება.“

საბოლოოდ ადა მარშანიამ საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ სხდომათა დარბაზში ეჩქარებოდა და ინტერვიუს დასასრულს პარლამენტში მყოფ ჟურნალისტების რეაქციებზე გააკეთა კომენტარი „ეცინება რუსთავი2-ს, როგორც ყოველთვის.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42