"მოვლა და შველა უნდა ქვეყანას... რაღაც გამოგვეპარა, მთავრობას გამოეპარა" - მეუფე ანტონი დავით გარეჯის საკითხზე
პოლიტიკა - 14:54, 03 May, 2019     1287

დავით გარეჯში არსებული დაძაბული სიტუაცია - სასულიერო პირები ადგილზე არსებულ ტაძრებში ყოველდღიურად აღავლენენ ღვთისმსახურებას.

გუშინ მეუფე იობმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქმე მივიდეს სისხლისღვრამდე. მეუფე იობის აღნიშნულ განცხადებას საპატრიარქო გაემიჯნა.

საკითხზე კომენტარი დღეს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმაც გააკეთა და განაცხადა, რომ იგი არც კი უშებს, რომ საქმე შესაძლოა სისხლისღვრამდე მივიდეს:

“იქამდე ღმერთმა ნუ მიგვიყვანოს და მე არც ვუშვებ რომ მივა, ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული? როგორიც არის ყველა ქართველის პოზიცია, ისეა ჩემი პოზიციაც, აქამდე არ უნდა მოსულიყო, როგორც ჩანს, რაღაც გამოგვეპარა, მთავრობას გამოეპარა, ბევრი პრობლემებია, ვერ განვსჯი და სახელმწიფო უწყებებს ვერც მოვთხოვ, იმას ვხედავ, რომ ძალიან დაძაბულია მდგომარეობა, მოვლა და შველა უნდა. ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვტკივა და არ ნიშნავს, რომ არ გვეხება სამოქალაქო საკითხები. სასულიერო პირამდე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩვეულებრივად მტკივა ჩემი ქვეყნის საკითხები“, - აცხადებს მეუფე ანტონი.

მეუფე ანტონმა მეუფე იობის განცხადებას "გულანთებული ადამიანის სიტყვები" უწოდა. "ვიცი რაც თქვა, ეს არის გულანთებული კაცის საუბარი. იმ დროს არ ფიქრობდა, რომ ის არის სახელმწიფოებრივი და საზოგადო. ის ფიქრობს მისი "მე"-ს და პიროვნებიდან გამომდინარე" -განაცხადა მიტროპოლიტმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42