„ბევრი კითხვა დაისმება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის ლოგინში დახვრეტის თაობაზე“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 13:05, 03 May, 2019     629

სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე წარსდგება. ოპოზიციას მწვავე კითხვები აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ვახტანგ გომელაურის მისამართით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც უწყების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სპეცოპერაციას შეეხება.

„აუცილებლად კითხვა დაისმება, თან ბევრი კითხვა უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე. სუს-მა ჩაატარა ხომ ეს ოპერაცია, სპეცრაზმი შეიყვანა და ორი წელიწადი გავიდა, პასუხი არ არსებობს. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით და ზოგადად, რა უსაფრთხოების ზომებს ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით, ჩვენი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ძირგამომთხრელი საქმიანობის შესაჩერებლად.

წარმოუდგენელია, რატომ უნდა დაიხუროს სხდომა. ვინაიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ასეთი არ მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად, ჯაშუშებზე. ისედაც არ მუშაობენ ესენი, ახლა არც ერთი ჯაშუში მათ არ გამოუვლენიათ 7 წლის განმავლობაში, მაგრამ დავუშვათ, შესაძლებელია ეს იყოს საიდუმლოებების მატარებელი საკითხი, კი ბატონო, ამ საკითხთან დაკავშირებით როდესაც დადგება ჯერი, დავხუროთ სხდომა. მაგრამ ეს სამსახური, რომელიც ებრძვის რომ ჰკითხოთ კორუფციას და უამრავი კორუფციული სქემები არის საზოგადოებისთვის გაშიფრული, მაგრამ რეაგირება სუს-ისგან არ მოყოლია, ამაზე რატომ არ უნდა იყოს მედიის თანდასწრებით მსჯელობა,"-განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42