"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილის ქონება მილიონობით ლარს აღწევს.
ხაბეიშბილის თქმით, თამაზ მოდებაძემ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, იძულებითი აუქციონებიდან მიწის სამი ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ხოლო მისმა მოადგილემ, ლევან გოგაძემ 2012 წლის შემდეგ 5 უძრავი ქონება შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 931 ათას 200 ლარია.
„ბატონი გოგაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც არის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, შეიძინა ორი საცხოვრებელი ბინა და 3 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ღირებულება არის 1 მილიონ ლარამდე, ასევე ბატონი მოდებაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, ასევე სამი მიწის ნაკვეთ და 2 საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ლეგიტიმური კითხვა გვაქვს, თუ კეთილსინდისიერი ხალხია და მუშაობენ მხოლოდ ხელფასზე და ანაზღაურებაზე, როგორ ხდება, რომ რამდენიმე წელში მათ დააგროვეს მილიონობით ლარის ქონება" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






