რუსეთი, როგორც 2008 წლის კონფლიქტის მხარე - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში განიხილა
პოლიტიკა - 12:11, 03 May, 2019     782

2019 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“. აღნიშნული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში ეხება, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. მან აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ართმევს მათ ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები და სხვ.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური და აბსოლუტური - კერძოდ სიცოცხლის უფლების დაუცველობაზე. მან მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში განლაგებულ რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. მისი განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელია ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასრულდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და წერტილი დაესვას დაუსჯელობის ფაქტებს.

ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და სიაში შესულ პირებზე შემზღუდავი ზომების ამოქმედების აუცილებლობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის პრევენცია. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები და ასევე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, რაც ნათლად მოწმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე.

ლაშა დარსალიამ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია სოხუმის ოკუპირებული რეჟიმის მიერ მიღებულ ე.წ. კანონზე, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ექსპორტის, იმპორტისა და/ან ტრანზიტის შემთხვევაში ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას.

ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკაზე.

კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით.

ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება; გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნის და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე; განსაკუთრებით გამოყო ე.წ გადასასვლელი პუნქტების უპრეცედენტო პერიოდით დახურვის ფაქტი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებულად მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეუქმნა; ევროკავშირის განცხადებაში ასევე გამოხატულია წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი და ასევე მონაწილეები სოხუმიდან და ცხინვალიდან არ იღებენ მონაწილეობას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვებში;

ევროკავშირი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეების მოწოდებას, უპირობოდ და დაუყონებლივ აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. ევროკავშირმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული დაღუპვის ფაქტების სათანადო გამოძიებისაკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ყველა დებულება და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე განცხადება ასევე გაკეთდა სუამის სახელით. განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის განხილვისას ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარომადგენლები. მათ მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“, მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42