"ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს... არავის დაუთმობთ"- მეუფე გიორგი დავით გარეჯის საკითხზე
პოლიტიკა - 10:05, 03 May, 2019     1449
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ქადაგების შემდეგ, რა დროსაც მან ისლამოფობიური და აგრესიული მესიჯები გააჟღერა და აქცენტი რელიგიურ კობფლიქტზე გააკეთა, აღნიშნულ თემას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგიც (ჯამდელიანი) გამოეხმაურა. მან მიტროპოლიტი იობის მსგავსად აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა რომ მიწის დასაცავად უპირველესად სამღვდელოება წავა:


„დღეს მისიუწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა იობმა სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა დავით გარეჯის ლავრაში კერძოდ თხემზე სადაც ეწამა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, მინდა შეუერთდე მათ სულისკვეთებას და ჩვენთანამემამულეებთან ერთად შევთხოვო ღმერთს რათა დაიცვას და განამტკიცოს“საზღვარნი საქართველოისანი”. დავით გარეჯი იყო არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ -მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი.

მე როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა მინდა ვთქვა რომ, ვხედავ თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე რათა ისინი იყვნენ სრულუფასოვანი წევრები საზოგადოების. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ შინაურმაც და გარეულმა არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას , უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!

იმედია ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს!“- განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42