თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
პოლიტიკა - 20:53, 02 May, 2019     1295

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია.

საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.

ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42