„ქართული ოცნება - რეგიონებისთვის“ ენზელ მკოიანის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და ახალქალაქში ენმ-ის წევრების ცემაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:37, 02 May, 2019     747
„ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" დეპუტატ ენზელ მკოიანის მხარდამჭერ სპეციალური განცხადებას ავრცელებს და ახალქალაქში, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ენმ-ის წევრების ცემაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

ხელისუფლების მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქცია, დეპუტატ თინა ბოკუჩავას უპირისპირდება და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ვეხმაურებით ახალქალაქში, „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების მიერ მართულ პროვოკაციულ პროცესებს, რომელიც გასულ წლის 29 ოქტომბერს განვითარდა.

როგორც ჩანს, ქალბატონი თინათინ ბოკუჩავა, კიდევ ერთხელ ცდილობს უტიფარი სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მაშინ, როცა იგი ახალქალაქის ინციდენტზე საუბრობს და სრულიად გაურკვეველ ბრალდებებს უყენებს ახალქალაქის მაჟორიტარს, ბატონ ენზელ მკოიანს.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი საარჩევნო შტაბის მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაგრძელდა. გვიან ღამით, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები და მხარდამჭერები ჯერ ჩვენი ფრაქციის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ, თანამშრომლებს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, ხოლო შემდეგ, უტიფრად ჩამოხიეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო „პლაკატები".

მოგვიანებით, იგივე ავტომობილით, იგივე პირები უკვე სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს, შეიჭრნენ ოფისში და აივნიდან ჩამოხსნეს და გაანადგურეს სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური ბანერი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებობს როგორც ერთი, ისე მეორე თავდასხმის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც არაერთხელ გავრცელდა.

მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, ამ მოვლენებს მოჰყვა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, რის პასუხადაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისგან მათ კიდევ უფრო მძიმე შეურაცხყოფა მიიღეს, როგორც ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის, ასევე სალომე ზურაბიშვილისა და მთლიანად, „ქართული ოცნების" მიმართ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

„ქართული ოცნება- რეგიონების განვითარებისთვის" ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ ქმედებებს და ქალბატონ ბოკუჩავას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება. ხოლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული პროვოკაცია და მოახდინონ პრინციპული რეაგირება ამ სისხლიან გარჩევებზე, რომელიც ახალქალაქში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათმა მხარდამჭერებმა დაატრიალეს" - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, წინასაარჩევნო პერიოდში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი, ენძელ მკოიანის ძმა.

მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს, რომელთა შორის ორი ენზელ მკიანის ძმა მარტუნ მკოიანი და შვილი კარაპეტ მკოანი არიან. ხუთივე პირის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42