"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მის შესაძლო, პრემიერობასთან დაკავშირებით, კითხვა დაუსვა.
სამადაშვილის განცხადებით, მინისტრის მოსმენის დროს, მას სერიოზული შიში გაუჩნდა როგორც რუსეთის სერიოზული მოკავშირის.
„ბატონო გიორგი, თქვენი კარიერის შემადგენელი ნაწილი, როგორც ჩანს, არის შემდგომი სცვლის გაკეთება - შეიქმნას კრიზისი, ეს კრიზისი შექმნათ თქვენ და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმა, შემდეგ ეს კრიზისი განმუხტოთ და მოევლინოთ ქართულ საზოგადოებას ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით სტაბილურობის გარანტად. როგორც ჩანს, ასე ესახება თქვენს პოლიტიკურ პატრონს ბატონ ბიძინა ივანიშვილს თქვენი გზა პრემიერ-მინისტრობისკენ. თუმცა, დღეს როდესაც გისმენდით ამ დარბაზში და უკვე არა როგორც მხოლოდ შს მინისტრს, არამედ ადამიანს, რომელმაც გადაიბარა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ზოგადად, და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს ჩვენს სახელმწიფოში, ძალიან სერიოზული შიში გამოჩნდა, რომ თქვენი სახით და თქვენი ხელისუფლების სახით, რა თქმა უნდა, ზოგადად, რუსეთს ან სასარგებლო იდიოტები ჰყავს მოკავშირეებად საქართველოში ან ძალიან საიმედო, საყრდენი პარტნიორები. იმიტომ, რომ ქვეყანა იწვის ცეცხლის ალში" - აღნიშნა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






