საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება. მას დეპუტატები მწვავე კითხვებით დახვდნენ, გიორგი გახარიას გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, დეპუტატებმა მინისტრს უსაყვედურეს, რომ მას არცერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ მას დღევანდელი გამოსვლის დასრულება ბოდიშის მოხდით მოუწევს:
„ბოდიშით დღევანდელი გამოსვლა არ დაგიწყიათ, მაგრამ მოგიწევთ ბოდიშით დაასრულოთ, სამწუხაროა, რომ დღეს ვუყურებთ ამ დეგრადაციას და ჩამოსვლას ქართული ოცნების ინტელექტუალურ დონეზე, იდიოტებად მიგაჩნივართ როგორც ჩანს, ჩვენც და საზოგადოებაც. ცდილობთ, რომ რუსული პროპაგანდის ხერხებით არ მოგვცეთ მწვავე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა პანკისზე, ეს ვითარება თქვენ შექმენით, ვინმეს დავალებას ასრულებდით თუ ასეთი არაკომპეტენტური ხართ?“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






