"ეს არის იყო სპეცრაზმი, ეს იყო დაცვითი ღონისძიება" - გახარია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე
პოლიტიკა - 16:33, 02 May, 2019     808
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში არა სპეცრაზმი, არამედ სამინისტროს დამატებითი ძალები იყო მობილიზებული და ისინი მუშაობდნენ, მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. როგორც გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ეს იყო დაცვითი ღონისძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ აინეტერესებს რა მშენებლობაზეა საუბარი, როდესაც სხვა უწყებებთან ერთად გვეკისრება ვალდებულება მართლწესრიგის დაცვის... ეს საერთოდ არ ყოფილა სპეცოპერაცია, როდესაც ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, ეს ყველაფერი დადგენადია, შეგიძლიათ წერილი მოიწეროთ და მე გიპასუხებთ...

ეს მოხდა მარტივად, 21 აპრილს დილით კახეთის სამხარეო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოაკციაზე და შესაბამისად ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა, ეს იყო რეაქცია, როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და გამოძახებული იყო დამატებითი საპოლიციო ძალები, ეს არ იყო სპეცრაზმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი განცხადებით, პოლიციის ფუნქცია მართლწესრიგის დაცვა იყო:

„მისი მიზანი იყო არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება და პოლიციამ შეასრულა ღირსეულად თავისი მოვალეობა, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, რისთვისაც მათ მადლობა უნდა ვუთხრათ“, - დასძინა გახარიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42