„დავით გარეჯის საკითხზე კომისია შეიქმნება“ - გახარია
პოლიტიკა - 15:44, 02 May, 2019     621

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტის გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დემარკაციის საკითხს აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით გადაწყვეტს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა:

„საკმაოდ ფაქიზი და ფრთხილი საკითხია, ეს არის საკითხი რომელიც მძიმედ დგას 96 წლის შემდეგ, ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, კომისია იქნება დაკომპლექტებული და შესაძლებელ ვადებში უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს. აზრებაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მოძმე ერი, დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ერთად გადავწყვეტთ ყველა პრობლემას, ორი აზრი არ არსებობს, ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება. ყველას უნდა გვესმოდეს, ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა მეზობელი იყოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი.

დავით გარეჯის საკითხი საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება მეგობრული სულისკვეთებით გადაჭრილი, რომელიც მოემსახურება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42