დავით გარეჯში არსებული სიტუაცია - დღეს 18 ტაძარში ერთობლივი წირვა-ლოცვა ჩატარდა, მოგვიანებით კი მეუფე იობმა იქადაგა. მეუფე აცხადებს, რომ ქართველ მესაზღვრეებს უნდა დაეცვათ საქართველოს ტერიტორია, რაც ვერ შეძლეს:
„ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს დღეს გვართმევენ, ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია, საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი - გაზი და ნავთობი, გადის ჩვენს ქვეყანაზე. იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება, ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ასეთი პრინციპით მოქმედებს - იქით შეედავეო, რომ აქეთ დაგრჩესო. გვედავებიან სიწმინდეებს, რომ იქით დარჩენილი ყარაის ველი, ჰერეთი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და დაგვიბრუნდება ღვთის შეწევნით.
მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა, იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია,“ - განაცხადა მეუფე იობმა.
მასალის გამოყენების პირობები






