რაც შეეხება კონკრეტულად დანაშაულის სახეობებს, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე რეგისტრირებულია 7 განზრახ მკვლელობა, საიდანაც გახსნილია 6. განზრახ მკვლელობის რაოდენობა 63.16%-ით არის შემცირებული. 140%-ით არის გაზრდილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი, 2018 წლის შესაბამის პერიოდში 5 ასეთი ფაქტი მოხდა, 2019 წელს კი 12, აქედან გახსნილია 11. 33.33%-ით არის გაზრდილი მკვლელობის მცდელობა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, 2019 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით 651 საქმე აღიძრა, წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 41.83%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე რეგისტრირებულია ოჯახში ძალადობის 1566 ფაქტი, აქედან გახსნილია 796. პროცენტულად ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 35.47%-ით არის გაზრდილი.
2019 წელს რეგისტრირებულია 27 გაუპატიურების დანაშაული, აქედან გახსნილია 8 პროცენტული მაჩვენებლით მსგავსი სახის დანაშაული 42.11%-ით არის გაზრდილი. 36.07%-ით არის გაზრდილი სხვა სახის სექსობრივი დანაშაულებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88.89%-ით გაიზარდა.
შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 34, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში 18 ფაქტი დაფიქსირდა.
ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.85%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის 1-ელ სამ თვეში სამოხელეო დანაშაული 161 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 171 იყო.
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა - რეგისტრირებულია 150 დანაშაული, წინა წელთან შედარებით გაზრდილია +183.02%-ით
ნარკოტიკული დანაშაული - რეგისტრირებულია 1295 , წინა წელთან შედარებით გაზრდილია 36.03%-ით.
სატრანსპორტო დანაშაული - რეგისტრირებულია 1116, გაზრდილია 8.88%-ით.
კომპიუტერული დანაშაული - რეგისტრირებულია 476, გახსნილია 11, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 211.11%-ით.
ტერორიზმი- რეგისტრირებულია 3, გახსნილია 0, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 57.14 %-ით.
მასალის გამოყენების პირობები






