„პატრიორტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ, შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ ლგბტქი ადამიანებს ისეთი შეკრების ადგილი გამოუყოს, რომელიც სიწმინდეებთან კავშირში არ იქნება.
"ამ შავი პიარკამპანიის უკან დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამაში ჩართული არიან მასმედიის საშუალებები. ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ დღემდე ვერ გამოავლინეთ, ვინ დგას ამ შავი პიარკამპანიის სათავეში და დღემდე, ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და დასჯილი. მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის, დაელაპარაკოთ მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვოთ, გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ქვეყნის სიწმინდეებთან" - აღნიშნა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






