დამოუკიდებლემა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში მყოფ შს მინისტრ გიორგი გახარიას ორი კითხვა დაუსვა.
„სანამ ჩემს ორ შეკითხვას დავსვამდე, მინდა, გამოვეხმაურო ბ- ნ ნუკრი ქანთარიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია იმიტომ მოითხოვს შს მინისტრის გადადგომას, რომ ვინმე უარესის მოსვლა ენატრებათო. ეს კარგია და უნდათ, რომ ცუდი მოვიდესო.
ვინც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად გამოჩნდება „ოცნებიდან“ მაამებელი დეპუტატი, რომელიც განაცხადებს, რომ ამ ახლის მოხსენება ღრმააზრივანი და ღრმაანალუტუკური იყოო.
ასე რომ, ვინც მოვა, კარგი იქნება და ამაზე ნუ იდარდებთ, ბ- ნი ნუკრი.
ახლა შეკითხვები:
ბ- ნო გიორგი, სუს- ის მოადგილემ პარლამენტში სტუმრობისას ჯერ დახურულ სხდომაზე და მერე ღიად, მედიის წინაშე ბრძანა, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებამდე მათ გაცნობეს არსებული რისკები.
ბ- ნო მინისტრო, ვიცე პრემიერო და უსადრთხოების საბჭოს მდივანო, რა იყო ის სახელმწიფოებრივად აუცილებელი პრიორიტეტი, რამაც გადაწონა სუსის მიერ შემუშვებული და გაანალიზებული რისკები.
ბ- ნო მინისტრო. პასუხის გაცემისას გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფოებრივად აუცილებელ პრიორიტეტს შეეხოთ, და არა - ვისიმე პირადმერკანტილურს.
და მეორე: საქართველოს ისედაც ვირტუალური საზღვრები კიდევ ერთხელ გადმოითელა . უკვე მოვისმინეთ, რომ მუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ როდის დაასრყლებთ მუშაობას, ჯერ არ მოგვისმენია.
საზღვრების რა პროცენტია დაუზუსტებელი ორ მეზობელ სახელმწიფოსთან და რა კეთდება ამ მიმართულებით. დიდი ხანია გვესმის, რომ კომპლექტდება დემარკაციის ხაზის დამდგენი კომისია.
რა უშლის ხელს დაკომოლექტებას - სპეციალისტების დეფიციტი თუ რა? როდის დააკომოლექტებთ და რა ვადაში ფიქრობთ, რომ ეს კომისია დაასრულებს მუშაობას?
დიდი დრო ამას არ დასჭირდება, რადგან არსებობს ისტორიული მასალა და ხელშეკრულებები, რაც უტყუარი არგუმენტებია ჩვენი პოზიციების დასაცავად. და არსებობენ ამის მცოდნე ხალხიც, ბ- ნო მინისტრო“, - მიმართა დეპუტატმა გახარიას.
მასალის გამოყენების პირობები






