"კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა" - შს მინისტრი
პოლიტიკა - 14:09, 02 May, 2019     620

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ისაუბრა.

"ცვლილებები მომწიფდა, თუმცა ეს უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ, ობიექტურ სტატისტიკაზე და ამ მონაცემების ღრმა ანალიზზე, რათა ეს ნაბიჯი იყოს არა რადიკალური, არამედ ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. სწორედ ამიტომ , თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და რომელსაც გადავდგამთ, იქნება აბსოლუტურად გააზრებული გეგმის მიხედვით.''- ეს განცხადება გიორგი გახარიამ ,,მინისტრის საათის ფორმატში'' საპარლამენტო ტრიბუნასთან გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დანაშაულის სტატისტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ისაუბრა.

,,არ გვინდა ახლა აქ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, იმიტომ რომ ვიცით რა შედეგები ექნება სტატისტიკური შედეგებით თუნდაც უახლოეს თვეებში კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ კოლეგებო, ჩვენ შევასრულეთ პირველი დაპირება და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სუფთა, მკაფიო და ობიექტური სურათი სტატისტიკის ნაწილში. ასევე, ჩვენ გვაქვს ანალიზზე დაფუძნებული ბევრი მონაცემი, რომლის დამუშავება უკვე შესაძლებელია და შეგვიძლია თქვენთან ერთად მათ შორის დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორი უნდა იყოს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ დანაშაულში, როგორიც არის მძიმე დანაშაული - მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, აქ ჩვენ გვაქვს ან იგივე მონაცემები, ან კლება. გვაქვს ზრდა ლატენტურ და სტიგმატიზირებულ დანაშაულში, თუმცა, ეს არის გამოწვეული აღრიცხვიანობით და რა თქმა უნდა, იმ კომპონენტით, რომელიც ყველამ ერთად ჩავატარეთ, რათა აღგვემაღლებინა ჩვენი მოსახლეობის შეგნება და დამოკიდებულება ასეთი დანაშაულის მიმართ. რეალური გამოწვევა დღეის მდგომარეობით არის ისეთი დანაშაული, როგორიც არის მაგალითად ქურდობა. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის 44% არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აქედან 70%-ზე მეტი ეს არის ქურდობა, ყოველი მესამე დანაშაული ეს არის ქურდობა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ, სისხლის სამართლის პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მომწიფდა, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ, ობიექტურ სტატისტიკაზე, ამ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზზე და ერთობლივ მუშაობაზე, რათა ეს ნაბიჯი არ იყოს რადიკალური, ეს უნდა იყოს ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი.''- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42