„ყველა არჩევნებზე კრიმინალური მენტალიტეტის ხალხი, რატომ დგანან მმართველი გუნდის გვერდზე, რა გზავნილია ეს მოქალაქეებისთვის? “- ბოკერია გახარიას (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:30, 02 May, 2019     898

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი სხვადასხვა დაპირისპირების კადრები აჩვენა და შეკთხვა დაუსვა, რატომ არ ისჯებიან იგივე დანაშაულისთვის მმართველ გინდთან დაახლოებული პირები, რის გამოც დავით კირკიტაძეს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

„თქვენ იხილეთ მცირე ნაწილი იმ ინციდენტების, რომელიც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, თქვენ აქ საუბრობდით პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიაზე და აპოლიტიკურობის პრინციპზე, მე მაინტერესებს იცით თუ არა თქვენ, რომ ამ ინციდენტებისას, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ თავს. რამდენი ადამიანი დაისაჯა და რამდენი იხდის სასჯელს? არცერთი. მაინტერესებს ეს ფაქტი თავისთავად უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის. კირკიტაძე რისთვისაც ზის, ბრალდების მიხედვით, ჩემი აზრით კი უკანონოდ გადაუკეტეთ გზა და მას ემუქრება 7 წლიანი პატიმრობა თუ არ ვცდები, ამ ინციდენტებში, სადაც აღბეჭდილია როგორ ურტყამენ პოლიციელებს თქვენ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული ადამიანები ხშირად, ამისთვის ისინი არ ისჯებიან, რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის მაინტერესებს.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია წინასაარჩევნოდ კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის გამოყენების საკითხსაც შეეხო და გახარიას შეკითხვა დაუსვა, შს მინისტრის იმ განცხადებების პარლელურად, რომ ხელისუფლება კრიმინალურ მენტალიტეტს ებრძვის, რატომ თანამშრომლობს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სწორედ ასეთი მენტალიტეტის ხალხთან:

„პრემიერ-მინისტრმა აარიდა თავი ჩემ კითხვას, როცა ვკითხე, რომ რატომ ხდება ყველა ნაციონალურ არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ ერთი და იგივე სურათს, რომ კრიმინალურ მენტალიტეტზე რომ საუბრობთ და ქუჩური გარჩევები უნდა დავსაჯოთო, მე გეთანხმებით სხვათაშორის, აი ამ მენტალიტეტის ხალხი, ქუჩაში ცნობილი კრიმინალები, მასობრივად დგანან მმართველი გუნდის გვერდზე და აშინებენ ხალხს, რატომ ხდება ეს როგორ ფიქრობთ? და რა გზავნილია ეს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას ხედავენ და რომელთაც თქვენ თხოვთ მერე თანამშრომლობას პოლიციასთან.“- აღნიშნა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც დასვა შეკითხვა:

„პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს, როდის გადაწყვიტეთ ბატონო გიორგი თქვენ, რომ დაუთმობდით ადგილობრივ მოქალაქეებს და 90% ადგილობრივებისა თუ არ დაეტანხმებოდა, ჰესი აღარ აშენდებოდა, აი ეს პრინციპი რომ შეგეთავაზებინათ, როდის გადაწყვიტეთ ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდეგ, თუ ოპერაციამდე გადაწყვიტეთ, რატომ არ უთხარით ამ ხალხს, თუ მერე გადაწყვიტეთ, ჩემი კითხვა შემდეგია, პოლიციის რამდენი მანქანა უნდა დაწვან და რა ძალადობას უნდა მიმართონ, რომ ესეთ დათმობაზე წახვიდეთ, რა გზავნილია ეგ?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42