"ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 13:03, 02 May, 2019     635

პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში, ვიცე-პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიას განცხადებით დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს.

,,მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევას. მათ რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში და ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი, შედეგი არის ის რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში."- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა.

,,დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა იქნა განვითარებული, თითქმის ყველგან ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, გაიზარდა ვიდე-კამერების რაოდენობა, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი მოყვა შესაბამისი შეფასება ,,CPT"-ის დასკვნებშიც, ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს"- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42