"პოლიციის დისკრედიტაციაში ოპოზიციას ადანაშაულებთ, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი" - ნიკა მელია გიორგი გახარიას (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:00, 02 May, 2019     1291

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსმენისას მას შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუსვეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კრიმინალებთან თანამშრომლობს, ბედავს და პოლიციის დისკრედიტაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს:

„თქვენ ბრძანეთ ძალიან უცნაური რამ და აქცენტი ჩვენზე იყო გაკეთებული, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს, არადა მე გეტყვით საპირისპიროს, თუ ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს ბრძანდებით პირადად თქვენ, ბატონო გახარია, რომელიც არა უბრალოდ უწყობთ ხელს, არამედ უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან, ეს დადასტურდა ზუგდიდშიც და მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი- ხვიჩა ცხაკაია საკმარისია, რომელზეც თქვენ თავი გამოისულელეთ და თქვით რომ არ გსმენიათ და პირადად ხართ ამ ადამიანთან შეხვედრილი. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება, უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „ლავას ოღლის“ ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ხართ, რომლის რიგებშიც გახლავთ ბატონი კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ ტკბილი, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს 8 სული ქურდით და ა. შ და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი.“- განაცხადა ნიკა მელიამ. მის ამ განცხადებას დარბაზში უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ნიკა მელიამ „ოცნების“ წევრებს მიმართა და განუცხადა, რომ ისინი თავისი გუნდის წევრებს მხოლოდ მაშინ იცავენ როდესაც თანამდებობაზე არიან „კვირიკაშვილი როცა პრემიერი იყო ყველა მზად იყავით დაგეცვათ, ახლა როცა აღარ არის რამდენიმე იშვიათი ადამიანის გარდა მისი ხსენებაც კი გაქვთ აკრძალული.“- განაცხადა მელიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42