"პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 12:58, 02 May, 2019     600

გიორგი გახარიას პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლის პირველი ნაწილი, სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს დაუთმო. მინისტრმა კრიმინალური პოლიციის და საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

„სისტემური რეფორმების გეგმა შეიცავს 3 კომპონენტს, ეს არის შინაარსობრივი, სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები და ახლა მე კონკრეტულად გადავალ იმ ცვლილებებზე, რომელიც უკვე განხორციელდა იმ მიმართულებების ნაწილში, რომელიც არის ძირითადი დეპარტამენტები და ძირითადი პასუხისმგებლობის ზონები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. კრიმინალური პოლიციის ნაწილში, არ ვილაპარაკებ ბევრს იმაზე, რაზეც უკვე გვისაუბრია. კრიმინალური პოლიციის ნაწილში რეფორმები ძირითადად შეიცავდა სპეციალიზაციის გაჩენას და ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში. თბილისში არსებობს უკვე აბსოლუტურად გამიჯნული დაყოფა საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებით. თბილისი არის პირველი ქალაქი, სადაც გამოჩნდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, ეს არის ის საუბნო მიმართულება, რომელიც არის ძირითადად მიმართული პრევენციაზე. ვაკე-საბურთალოს რაიონში უკვე მოქმედებს ასეთი ქვედანაყოფი და გარდა იმისა, რომ ამ ახალ ქვედანაყოფს - ახალგაზრდებს, რომლებიც მსახურობენ პოლიციაში, უკვე თამამად უღებს თითოეული ჩვენი მოქალაქე თავისი სახლის კარს და შედიან მათთან ძალზედ ეფექტურ კომუნიკაციაში. ისინი ასევე, თავისი პასუხისმგებლობის ზონაში, აკონტროლებენ და თვალყურს ადევნებენ სოციალური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა სასწავლო, საგანმანათლებლო და კიდევ ბევრი დანიშნულების კომპონენტი. ამ დრომდე უკვე ტესტირება გაიარა 1200-მა გამომძიებელმა, გაზომილი იყო მათი ცოდნის და კომპეტენციის დონე. ამ გაზომვების შედეგად, შექმნილი იქნა აკადემიაში გამომძიებლების სრულიად ახალი გადამზადების კურსი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი გამომძიებელი ამ კურსს გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა ამ კომპონენტში - პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იწყებენ მუშაობას, თან სწავლას, მაგალითად პოლიციის აკადემიაში, მათ უკვე ანაზღაურება ენიშნებათ. ეს უკვე გვაძლევს საშუალებას საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში.

ის, რასაც ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და დავარქვით საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, რომელიც შედგება 3 ძირითადი მიმართულებისგან, ეს გახლავთ შიდა გამიჯვნა და ამაზე უკვე ვისაუბრე, რაც ხდება კრიმინალურ პოლიციაში. ასევე, საკანონმდებლო გამიჯვნა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შედეგად იყო ინიცირებული საგამოძიებო კომპონენტის გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელსა და პროკურორის საზედამხედველო უფლებამოსილებებს შორის, ამაში დეპუტატებიც ძალიან დაგვეხმარნენ - ეს კონცეფცია ჩვენ წარუდგინეთ ვენეციის კომისიას. ეს კონცეფცია ვენეციის კომისიამ მოიწონა, დაგვეთანხმა და დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაკეთებთ გეგმას, რომლის განხორციელების აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი 2-წლიანი გეგმა უკვე არსებობს და რომელსაც თქვენთან მოვიტანთ განსახილველად. კიდევ ერთი, მესამე, საგამოძიებო ნაწილში ძალზედ მნიშვნელოვანი, უკვე შეიქმნა ახალი ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს გახლავთ ხარისხის კონტროლი , რომელიც შეთავსებით დაევალა ადამიანის უფლების დაცვის დეპარტამენტს, რომელმაც საკმაოდ წარმატებით იფუნქციონირა ამ ერთი წლის განმავლობაში და იმ მუხლებით, პირველ რიგში რომლებიც ეხება მძიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, დაექვემდებარება პირველ რიგში ამ დეპარტამენტის მიერ განხორციელებად ხარისხის კონტროლს". - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42