საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას მიმართა და იმ გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა, რომლის გამოც არავინ დასჯილა:
„მართლაცმ გაუგებარია, რამ გამოიწვია უმრაველსობაში ასეთი გულისწყრომა, როცა ნიკა მელიამ სწორად დაახასიათა თქვენი ქმედება, ბატონო გიორგ, იმიტომ, რომ ნამდვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა, უნამუსობაა ახალქალაქის ძალადობაზე ადამაინების არდასჯა, თქვენი უნამუსობა ბატონო გიორგი არის ის, რომ ერთი ადამიანიც კი არ წასულა ციხეში, მაშინ როცა შეიარაღებულმა ადამიანებმა სცემეს ოპოზიციის წარმომადგენლები, უნამუსობაა, როცა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშილს ლოგინში დახვრეტ, არ გამოიძიებ და სპეცრაზმით შევარდები პანკისში ერთი წლის შემდეგ, უსინდიოსბაა აქ მჯდომი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ დანაშაულის არგამოძიება, თქვენ არ დასაჯეთ პირველწყარო, იმიტომ რომ ღრმად მწამს რომ თქვენ თავად იყავით ჩართული ამ დანაშაულში და მითითებებს იღებდით ბიძინა ივანიშვილისგან, ნამდვილად უსინდიოსაბაა როდესაც დათო კირკიტაძე ზის ციხეში, მაგრამ გეგეშიძე, მკოიანი, ფარცხალაძე დაუსჯელები არიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






