საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „მინისტრის საათის“ ფარგლებშ პარლამენტის წინაშე წარსდგა. დეპუტატები ამ დროისათვის მინისტრს კითხვებს უსვამენ. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას გამოუძიებელი საქმეები შეახსენა:
„ხელისუფლება სჩადის უამრავ დანაშაულს და ჩვენ ვისწავლეთ თქვენი გამონათქვამებიდან ამოვიცნოთ თუ როდის არის ხელისუფლება დამნაშავე, დამნაშავე ხართ მაშინ როდესაც არ იძიებთ საქმეს და განმარტება იწყება ასე „დაველოდოთ გამოძიებას“, რაც ნიშნავს იმას რომ გამსოაძიებელი საქმე ეხება ხელისუფლების დანაშაულის“, - განაცხადა გოცირიძემ.
აფგან მუხთარლის საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ია კერზაიას საქმე, თიბისი ბანკის საქმე, ანაკლიის პროექტი და ხაზარაძისადმი მიწერილი გახარიას წერილი, ზეწოლა მედიაზე, ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის საქმე - სწორედ აღნიშნული საკიტხების გამძიებასთან დაკავშრებით დასვა გოცირიძემ კითხვა.
მასალის გამოყენების პირობები






