„დაველოდებით, რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულია და შეიძლება, კვერცხებზე დაგვპატიჟოს“ - დავით ჭიჭინაძე გახარიაზე
პოლიტიკა - 12:33, 02 May, 2019     621

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრ გიორგი გახარიას ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ეს ადამიანი 2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურე. მას შემდეგ უმარავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო. კონკრეტულ ფაქტებზე გვექნება საუბარი. რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს? გამოუძიებელ საქმეებზე, ასევე ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა ამ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა და ა.შ. პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ხომ ვინ დაგეგმა, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ იქ სპეცდანიშნულების რაზმი შესულიყო. ხეობაში სადაც ერთხელ შეიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის ლოგინში დახვრიტეს. ამის შემდეგ ეყოთ კადნიერება და გააკეთეს ის რაც გააკეთეს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ კითხვების სიმწვავის მიუხედავად ისინი დღეს შს მინისტრისგან კონკრეტულ პასუხებს არ ელოდებიან. სალომე სამადაშვილის თქმით, გახარია ტრადიციულად ცინიკური იქნება.

„საინტერესოა რა პრინციპით ჩაბარდა ბატონ გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფაქტიურად პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის პირდაპირი შედეგი არის ის კრიზისი, რაც შეიქმნა პანკისში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან. გვექნება შეკითხვები გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ გახარია დღეს რაიმე შეკითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან უკვე დააანონსა, რომ რეალურად პარლამენტში მოდის რომ კიდევ ერთხელ ცინიკურად განაცხადოს საზოგადოების წინაშე, რომ ის წარმატების მაგალითია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კონკრეტულ პასუხებს მინისტრისგან არც დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ელოდება.

„კითხვები, ალბათ, მე არა, ზოგადად, საზოგადოებას აქვს, მაგრამ დარბაზში ალბათ, არ არის მზად ბატონი გახარია პასუხების გასაცემად და დაველოდებით ახალ ფორმატს, რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ. ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს რა ვიცი,“ - ამბობს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42