"საერთო სასამართლოების შესახებ" პარლამენტის მიერ ახლადდამტკიცებული კანონი - ოპოზიცია პრეზიდენტს ხალხის ინტერესების დასაცავად ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს, თუმცა მათი მოლოდინია, რომ ზურაბიშვილი აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, რადგან იგი პრეზიდენტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გახდა.
"ეს კანონპროექტი, რომელიც არის მიღებული ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგის განსახორციელებლად და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველს ყველა მოქალაქის ინტერესს ჩვენ ქვეყანაში გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რა თქმა უნდა დაიბლოკებოდა იმ შემეთხვევაში თუ ქვეყანას ეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მხრიდან, მსგავს გადაწყვეტილებას და ნაბიჯს მე რა თქმა უნდა არ მოველი,"-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკიც:
"ყველა გარდა "ქართული ოცნებისა" ფიქრობს, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი უკან, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რომელმაც უნდა ისარგებლოს სასამართლოთი, რომელიც უდნა იყოს დამოუკიდებელი, ამიტომ რა თქმა უნდა თუკი პრეზიდენტი გამოხატავს და უდნა გამოხატავდეს საზოგადოების ნებას, აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






